როგორ ვისწავლო პროგრამირება
პროგრამირება - ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიაა. განაპირობა ეს გარკვეულმა ილუზიამ თითქოს რამდენიმე თვეში იყოს შესაძლებელი რომელიმე პროგრამულის ენის შესწავლა იმ დონეზე რომ იქნება შესაძლებელი სამსახურის პოვნა და მაღალი ანაზღაურებით სახლიდან მუშაობა.
რა ხდება დასაქმების სფეროში. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ არავის არ სჭირდება საშუალო დონის პროგრამისტი. თუ გადააწყდით ვაკანსიას სადაც დამსაქმებელს სჭირდება უმცროსი დეველოპერი, ამის მიზეზი მხოლოდ ნაკლები ხელფასის გადახდაა. მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან იმაზე ბევრად მეტი იქნება ვიდრე ჯუნიორს ეკუთვნის. დღევანდელი ვაკანსიების პროცენტული უმრავლესობა რომელიც დასათაურებულია ჯუნიორ სპეციალისტებისთვის, პირობითად ფრონტის შემთხვევაში, მოთხოვნებში წერია ფაქტობრივად ყველაფერი - Angular, VueJS, React, JavaScript, Typescript, SQL, PostgreSQL ის და რელაციური ბაზების ცოდნა, სასურველია გამოდცილება Laravel თან ან რამე მსგავის MVC ის ფრეიმვორკთან, უნდა გქონდეს შეხება Python - თან და ა.შ. აგრეთვე მსგავს პოზიციაზე რამდენიმე წელი მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება ხელფასს, ვაკნსიაში ეს ან არ წერია ან პირდაპირ წერია ფაქტობრივად ორი ნაბიჯის კონსულტანტის ხელფასი.
და მაინც, საიდან დავიწყოთ სწავლა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ სფეროში დასაქმება მაინც შესაძლებელი, ისევე როგორც შესაძლებელია კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა, უბრალოდ ამის გაკეთება შეუძლებელია 2-3 თვეში. (გამონაკლისები იქნება რათქმაუნდა, ნაცნობობა და ვუნდერკინდობა არ ითვლება). ჩემი გამოცდილებით ამ სფეროთი უნდა დაავადდეთ. უნდა აკეთოთ პროექტები, გამოცადოთ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტის გაკეთება გასწავლით უამრავ ახალ მიდგომას. შეეცადეთ მოიძიოთ და საფულძვლიანად გაერკვეთ რომელი მიდგომა შეეფერება ყველაზე მეტად თქვენს იდეას და ა.შ.
თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ რა სფერო გვაინტერესებს. კონკრეტულად ამ სტატიაში დავწერ ვებზე.
დაიწყეთ HTML ით. ამ "ენას" სწავლა ფაქტობრივად არ სჭირდება. თუმცა ერთი კვირის დათმობა მაინც ღირს "გრამატიკულად" სწორი მონახაზის გასაკეთებლად. შემდეგ ეტაპზე CSS ის სწავლა იქნება მიზანშეწონილი და CSS ის რაღაც დონემდე გარჩევის შემდგომ კარგი იქნება JavaScritp ის გარჩევაც. აუცილებელია იმის გათვალისწინება რომ არ ღირს VueJS, React ან Angular ის სწავლა იქამდე სანამ არ მიხვდებით JavaScript ის Design Patter - ებს რომლებიც არის გამოყენებული VueJS, React, Angular აი ამ ტექნოლოგიებში. დაზეპირებას ყოველთვის ჯობია მუშაობის პრინციპის მიხვედრა. ჩემი დაკვირვებით, "აკადემიები" რომლებიც დღეს დღეისობით თავის მოსწავლეებს ასწავლიან პროგრამირებას რამდენიმე თვეში, დასაქმების პერსპექტივით, მოსწავლეები იქ გარდა იმისა რომ ვერ სწავლობენ და ვერ საქმდებიან, საერთოდაც კარგავენ იმედს რომ ადრე თუ გვიან შეძლებენ ამ სფეროს ათვისებას. მოსწავლეები რომლეიც მსგავს "აკადებიებში" მაინც სწავლობენ რაღაცას, მხოლოდ იმის ხარჯზე რომ დამოუკიდებლად ეცნობიან სიღრმეებს. დამოუკიდებლად იწყენებ სერჩვას, გარკვევას, გამოკვლევას და ა.შ. პროგრამირების სწავლა აბსოლუტურად შესაძლებელია დამოუკიდებლად. მთავარია ინტერესიანობა, დამოუკიდებელად ქექვა და ჩემი აზრით - კარგი ასოციაციების გაკეთება ფიზიკურ მოვლენასა და პროგრამირებაში არსებულ გარკვეულ კონცეფტს შორის.
HTML, CSS და JavaScript ის სწავლის შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ აპირებთ გაყვეთ Front ს თუ Back, თუ ორივეს ერთად. Front ის შემთხვევაში მოგიწევთ სამივე ტექნოლოგიის გარჩევა, VueJS, React, Angular, თუმცა იქამდე მიზანშეწონილი იქნება NodeJS ში გარკვევა და TypeScript ის სწავლა.
არ დაგავიწყდეთ, მსგავს სფეროში სწავლა არ მთავრდება. ფიქრი იმაზე თითქოს ახლა ვისწავლი და მერე დავისვენებ - ეს არ მოხდება. პროგრამირება პრობლემების მარადიული გვარებაა. არ არსებობს მიხვიდე ისეთ დონემდე სადაც სერჩვა და ტვინის ჭყლეტა არ მოგიწევს და პლუს იმაზე ნერვიულობა რომ დედლაინი გიახლოვდება. დამსაქმებელს ყოველთვის ეჩქარება. ყოველთვის ისეთ მდგომარებაშია სადაც სამყარო გაქრება შენი სამსახურის ჩათვლით თუ ერთი კვირის საქმეს ხუთ წუთში არ მოაგვარებ.
რაც შეეხება წყაროს სადაც შესაძლებელია სწავლა:
1. https://www.w3schools.com
2. რომელიმე ხელოვნური ინტელექტი
3. არაოფიციალურად - ტორენტები და ვიდეო გაკვეთილები, ოფიციალურად - https://www.linkedin.com/learning/
4. https://www.udemy.com