რა უნდა გავითვალისწინოთ საიტის დამზადებამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ საიტის დამზადებამდე

ვებსაიტის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნებისმიერი ბიზნესისთვის, ორგანიზაციისთვის ან ინდივიდუალური პროექტისთვის. ის თქვენი ონლაინ სახეა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მთავარი საშუალება. თუმცა ბევრ დამკვეთს აქვს გარკვეულწილად მცდარი წარმოდგენა საიტის როლთან და მის შინაარსთან დაკავშირებით.

მიზანი და აუდიტორია

თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ რა ტიპის / თემატიკის საიტს ვგეგმავთ ანუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ვებ გვერდი. იქნება ეს პროდუქციის გაყიდვა ან გარეკლამება, მომსახურების შეთავაზება თუ ბრენდის პოპულარიზაცია.

ასევე უნდა გვქონდეს დაახლოებითი წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვინს არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია. რა ასაკის, სქესის, ინტერესების და საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ქმნით საიტს.

კონტენტი და სტრუქტურა

საიტის კონტენტი, სტატიები, პროდუქციის აღწერა, სიახლეები და სხვა არ უნდა ცდებოდეს საიტის შექმნის მთავარ შინაარსს. თუ ვებ გვერდი მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროდუქტის გაყიდვას, მისი კონტენტი არ უნდა ეხებოდეს სეზონურ ფრინველების მიგრაციას.

საიტის მთავარი გვერდი უნდა გვაძლევდეს ძირითად მონახაზს იმის შესახებ თუ რას ტიპის ინფორმაციას შევხვდებით.

იმ შემთხვევაში თუ საიტს გააჩნია რამდენიმე ენა, საიტის კონტენტიც შესაბამისად უნდა დაიწეროს რამდენიმე ენაზე. არაერთხელ მქონია პრაქტიკაში გაკვირვებული მომხმარებელი რომელსაც გაუკვირდა რომ სამ ენოვან საიტზე სტატია თუ პროდუქტიც 3 ენაზე უნდა დაიდოს.

ვებ გვერდის დიზაინი

გასაგებია რომ დამკვეთს ძირითადად აქვს ინტერესი მიიღოს მონაწილეობა საიტის დიზაინის დაგეგმარებაში და ამაში ცუდი ერთი შეხედვით არაფერია თუმცა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი – ვებ გვერდის დიზაინი არ უნდა იყოს გადატვირთული და ადვილად უნდა იკითხებოდეს საიტზე არსებული კონტენტი / ინფორმაცია რომელიც არ იქნება გადაფარული დიზაინერული ელემენტებით?

არ არის რეკომენდებული დიზაინში სამ ფერზე მეტის გამოყენება. ძირითადად 2 ფერი სავსებით საკმარისია.

ასევე არ არის რეკომენდებული საიტზე გიგანტური სურათების და ბანერებზე ვიდეოების ჩასმა, ეს ყველაფერი ძალიან უშლის ხელს საიტის მაღალი სიჩქარით გახსნას.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ საიტს ჰქონდეს სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციებზე ადაფტირებული დიზაინი.

როგორც არ უნდა მოსწონდეს საიტის მფლობელს საკუთარი ბრენდის ლოგო, ამ უკანასკნელს არ უნდა ეკავოს ეკრანის ძირითადი სივრცე.

საიტის ნავიგაციაში არ უნდა იყოს შეტენილი ყველაფერი რაც საიტზეა. ნავიგაცია უნდა იძლეოდეს ბმულებს ძირითად გვერდებზე.

ზედმეტად კრეატიული ფორნტი ყოველთვის ართულებს საიტზე არსებული კონტენტის გაცნობას და საბოლოოდ მალევე ხდება მომაბეზრებელი.

საიტის გამოქვეყნება

შეარჩიეთ საიტის სახელი (იგივე დომენი) რომელიც იქნება მარტივად დამახსოვრებადი, შეძლებისდაგვარად მოკლე და საკუთარი სახელით დაკავშირებული საიტის თემატიკასთან.

საიტი არის პროგრამა რომელიც შედგება გარკვეული ფაილებისგან. მისი (საიტის) გამოქვეყნებისთვის საჭიროა იმ სივრცის ანუ ჰოსთინგის შეძენა სადაც აიტვირთება ეს ფაილები და დაუკავშირდება საიტის სახელს. შესაბამისად როცა ბრაუზერში ჩავწერთ საიტის სახელს, ეს სახელი დაუკავშირდება ჰოსთინგს (ანუ სივრცეს სადაც ატვირთულია საიტის ფაილები) რომელიც გვანახებს მასზე არსებულ ფაილებს ანუ თავად საიტს. ქართული ჰოსთინგების ღირებულება საშუალოდ წელიწადში 250 – 350 ლარია.

აუცილებელია იმის გათვალისწინება რომ საიტი არ გახდება პოვნადი საძიებო სისტემებში მისი გამოქვეყნების წამიდან. საიტის დამზადება ერთია ხოლო მეორეა მისი ოფტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის, ანუ იმისთვის რომ საიტის გახდეს მოძებნადი საძიებო სისტემებში (Google, bing…). ამ უკანასკნელს კი გარდა უშუალო კოდის და საიტის შიდა პროგრამული არქიტექტურის ოფტიმიზქციისა რაც საიტის დეველოპერის საქმეა – ხელს უწყობს ბლოგი ანუ სტატიები რომლებიც იქნება შედგენილი საიტის თემატიკის მიხედვით. საიტის კონტენტის ისევე როგორც სიახლეების / ბლოგის განყოფილების ხშირი განახლება.

კარგ შემთხვევაში საიტი Google ის საძიებო სისტემაში ხდება მოძებნადი 2 კვირის განმავლობაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი საქმეა საიტის გაკეთება, ხოლო მეორე - მისი სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა.