როგორ გავაკეთო საიტი საკუთარი ძალებით
იმათთვის ვინც თვლის რომ სჭირდება საიტი საკუთარი კომპანიისთვის თუ პირადი პორტფოლიოსთვის, გარკვეული პროდუქციის გასაყიდად და ა.შ. და დასაწყისისთვის არ გააჩნია შესაფერისი ფინანსები მომსახურების შეკვეთისთვის ან უბრალოდ არ აქვს ზარმაცი პროგრამისტების დევნის თავი და უნდა საკუთარი ძალებით შეეჭიდოს ისეთ საქმეს როგორიც არის საიტის დამზადება... უნდა გავითვალისწინოთ მცირე ნიუანსი – შეუძლებელია საიტის გაკეთება აბსოლუტურად არანაირი ცოდნის გარეშე, თუმცა რათქმაუნდა არც პროგრამირების ცოდნა არ არის საჭირო.
ამ მცირე სტატიაში ჩამოვწერ ხელსაწყოებს რომლის დახმარებითაც შეძლებთ საკუთარი ძალებით საიტის დამზადებას. ამ ხელსაწყოებს ჩამოვწერ სირთულის მიხედვით – ყველაზე რთულიდან ყველაზე მარტივამდე. რათქმაუნდა სირთულე პირდაპირ კავშირშია ხელსაწყოს მრავალფუნქციურობასთან, აგრეთვე იმასთანაც თუ რამდენად რთულ დავალებას გიკეთებს კოდის წერის ცოდნის გარეშე.
Wordpress

ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რომელზეც არის ფაქტობრივად ყველანაირი ფლაგინი და გაფართოება საიმისოდ რომ მომხმარებელმა შეძლოს აბსოლუტურად ნებისმიერი ტიპის საიტის გაკეთება დაწყებული ონლაინ მაღაზიით თუ პროდუქციის კატალოგით დამთავრებული კორპორატიული საიტით თუ ლენდინგ გვერდით. კარგად ჟღერს თუმცა ნაკლი ის არის რომ საიტი ხშირ შემთხვევაში გამოდის უმძიმესი და შესაბამისად მუშაობს ძალიან ნელა. Wordpress ზე გაკეთებული საიტის უმრავლესობას სჭირდება პატივსაცემი სერვერი 5-7 მომხმარებლის სიმძიმის დასაძლევად 😀. რათქმაუნდა არიან პროფესიონალები რომლებიც wordpress ისე დაუტრიალებენ რომ ის ჰაერივით მსუბუქი, მარტივად ჩატვირთვადი და უსაფრთხო გამოდის, თუმცა ამას ცოდნა სჭირდება.
ამ სისტემის ინსტალაციას და გამართვლას სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. თუმცა სისტემა იმდენად პოპულარულია რომ თუნდაც youtube ზე დევს მისი ინსტალაცია – კონფიგურაციის უამრავი ვიდეო.
ყველაზე მარტივი გაფართოება საიტის შესაქმნელად იქნება elementor - https://elementor.com
Joomla

ეს გახლავთ wordpress ის არშემდგარი კონკურენტი. მისი მეშვეობით აგრეთვე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა და სირთულის საიტის დამზადება / აწყობა. მისთვის აგრეთვე არის შექმნილი უამრავი ფლაგინი თუ გაფართოება. მწარმოებლები რომლებიც Wordpress თვის აკეთებენ ფლაგინებს ძირითადად Joomla თვისაც ნახულობენ დროს იგივე ფლაგინის ამ სისტემაზე გადმოსატანად.
ყველაზე მარტივი პლაგინი Joomla ზე რომლითაც შეძლებთ საიტის «აწყობას» იქნება SP Page Builder – https://www.joomshaper.com/page-builder
ამ სისტემის ისევე როგორც Wordpress ის ინსტალაციას და გამართვას აგრეთვე სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება თუმცა ისევე როგორც Wordpress ზე – ამ სისტემაზეც ვებ სივრცეში უამრავი რესურსი მოიძებნება.
Concrete CMS

პირველი ორი სისტემისგან განსხვავებით ამ სისტემას არ სჭირდება არანაირი ფლაგინი და გაფართოება საიტის მარტივად ასაწყობად და სამართავად. მიუხედავად ამ სისტემის დაყენების ცოდნის საჭიროებისა, Concrete CMS – ი იძლევა საიტის ელემენტარულად აწყობის საშუალებას . მასზე ინტერნეტში უამრავი სტატია დევს და არც გარკვევა არ არის მაინც და მაინც რთული, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ეს სისტემა ყველანაირი ტიპის საიტისთვის არის გამოსადეგი.
Squarespace & Wix
ეს გახლავთ ონლაინ სერვისი. რაღაც Wix – ის მსგავსი, უბრალოდ უფრო მარტივი და კომფორტული მოხმარებაში. ამ სერვისის შეძენით იღებთ საიტის სახელს, ჰოსთინგს (იგივე ტევადოვას საიტისთვის) და საიტის შაბლოს რომელსაც აარჩევთ შეძენამდე. გეძლევათ უმარტივესი პრაქტიკული რედაქტორი თქვენს მიერ არჩეული საიტის შაბლონის რედაქტირებისთვის – თქვენს გემოვნებაზე მოსარგებად.
Wix – ი ამ შემთხვევაში ფაქტობრივად იგივეა თუმცა ბევრად უფრო ფუნქციონალური და შესაბამისად ნაკლებად მარტივი რედაქტორი გააჩნია. ორივე სერვისი თითქმის იდენტურია.
დამატებითი CMS – ბი